BUILD BOX

არის სამშენებლო მასალებისა და საინჟინრო მომსახურების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სანდო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობაზე. ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან და სხვადასხვა პროექტებთან, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი მასალა, ოპერატიული რეაგირება და პრაქტიკული მხარდაჭერა.

about us hero image

ვიყოთ საიმედო პარტნიორი სამშენებლო პროექტებისთვის და შევქმნათ ეფექტური თანამშრომლობა თითოეულ ობიექტზე.

ჩვენი მიზანია სამშენებლო კომპანიებსა და პროექტებს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომელიც ამარტივებს პროცესს — მასალების მოძიებიდან მიწოდებამდე და საჭირო სერვისების ჩართვიდან ყოველდღიური მხარდაჭერამდე.BUILD BOX აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, მომწოდებლებთან კავშირს და ოპერატიულ მუშაობას, რათა პროექტმა დროულად და სტაბილურად იაროს.

სამშენებლო მასალები

ვაწვდით სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებს სხვადასხვა მიმართულებით — წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, თბოიზოლაციის, ჰიდროსაიზოლაციისა და სხვა სამშენებლო პოზიციებზე.ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოპერატიული მიწოდება, ხარისხიანი პროდუქცია და მოქნილი პირობები

საინჟინრო მომსახურება

BUILD BOX მუშაობს საინჟინრო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მასალებს, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.ჩვენი ამოცანაა პროცესის გამარტივება და სწორი გადაწყვეტის შეთავაზება კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად.

სამშენებლო სერვისები და სამუშაოები

ვთავაზობთ შიდა ლესვით და ფასადის სამუშაოებს სანდო პარტნიორი გუნდების მონაწილეობით.ჩვენი მიზანია კლიენტს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს არა მხოლოდ მასალა, არამედ მისი ეფექტური შესრულებაც ერთიანი პროცესის ფარგლებში.

ჩვენი პარტნიორული ქსელი

მასალების სანდო წყაროები

იმპორტი

პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ვანხორციელებთ კონკრეტული მასალების მოძიებასა და იმპორტს, რათა მაქსიმალურად ზუსტად დავაკმაყოფილოთ კლიენტის მოთხოვნა.

ადგილობრივი პარტნიორები

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამშენებლო მასალების წამყვან იმპორტიორებთან და მომწოდებლებთან ადგილობრივ ბაზარზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია და მოქნილი პირობები

მზად ვართ თანამშრომლობისთვის

თუ ეძებთ საიმედო პარტნიორს სამშენებლო მასალების მიწოდების, სამშენებლო სერვისებისა და საინჟინრო მომსახურების მიმართულებით, BUILD BOX მზად არის გახდეს თქვენი პროექტის ნაწილი.